| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მოტივირებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა.
ახლახან, მესამეა და მესამებ კლასების მოსწავლეები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.
პატარებს თემატური ექსკურსია ჩაუტარდათ. მათი გიდი ანა ბარამიძე გახლდათ. ისინი საგანმანათლებლო პროგრამაში - „გამარჯობა, დედამიწა“ ჩაერთნენ, რომელსაც მუზეუმის სპეციალისტი მაია მაკარაძე უძღვებოდა.
ბავშვებმა მზის სისტემის შესახებ პრეზენტაცია ნახეს, ქვიზების კითხვები გამოიცნეს და საკუთარი ფანტაზიით, მზის სისტემის გრაფიკული ნიმუშები გააფერადეს.
პროგრამის დასასრულს, პედაგოგებს: ხათუნა უსტიაშვილს, დიდარი კონცელიძესა და ნატო თურმანიძეს „აჭარის მუზეუმის“ სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი - ხათუნა უსტიაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად