| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ძლიერი მხარეების გამოვლენას, მათ განვითარებას და წახალისებას, რომ თავიანთი უნარები ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
ამჯერად, სკოლა დიდი სიხარულით გვამცნობს მოსწავლეთა წარმატებას, რომელიც საჭადრაკო ფესტივალ -2024 - ის გუნდურ პირველობაზე მოიპოვეს.
შეჯიბრი 10 ნოემბერს, ბათუმის მერიის და ბათუმის საჭადრაკო კლუბ - „ნონას“, ორგანიზებულ გაიმართა და ქალაქის 28 სკოლის გუნდს შორის გამარჯვება წილად ხვდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდს.
გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირი გახლდათ: ანა ონიაშვილი, გიორგი გოგიაშვილი და დემეტრე გოგიაშვილი. მათი პედაგოგი კი დავით ონიაშვილია.
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, აქაც, პირველი ადგილი დაიკავა დემეტრე გოგიაშვილმა, ხოლო მეორე- გიორგი გოგიაშვილმა.
„ვულოცავთ ჩვენ ძვირფას გიმნაზიელებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - სკოლის ადმინისტრაციამ გულთბილად მიულოცა საუკეთესო გუნდს და მათ პედაგოგს გამარჯვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად