| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი ღვაწლის შესახებ, წაიკითხეს მისი შემოქმედებიდან ლექსები და პუბლიცისტური წერილები.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად