სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს 
12-11-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო, შემოქმედებითი სახის აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ორიგინალური და საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ მესხის დახმარებით, მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი დაამზადეს.

„გაზეთის დამზადების მიზანი იყო ილიას ღვაწლის სიღრმისეულად გააზრება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა გაზეთში ყურადღება გაამახვილეს ილიას ბიოგრაფიასა და მის ბრძნულ გამონათქვამებზე. ბავშვებმა, გაზეთს თან დაურთეს ილია ჭავჭავაძის ფოტოები. 

გაზეთის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება