სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები დიდი ილიას დაბადების დღეს საგურამოს სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
12-11-2024
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰგავს. 

ახლახან, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნაილე თაბაგარი, კლასის დამრიგებელი - ნატა შიოლაშვილი) სასწავლო პროგრამის ფარგლებში  მნიშვნელოვანი შემეცნებითი-საგანმანათლებლო აქტივობა განახორციელეს. მას შემდეგ, რაც მე-7 კლასელებმა შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი, მოიძიეს ინფორმაციები როგორც მისი ცხოვრებისა და შემოქმედების, ასევე საქართველოში პირველი სამეურნეო სკოლის დაარსების  შესახებ.

დიდი ილიას დაბადებიდან 187-ე წლისთავზე კი ჯერ საგურამოს სახლ-მუზეუმს ეწვივნენ და ინტერესით დაათვალიერეს მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები,  ეპოქის ყოფის ამსახველი მასალები და მწერლის ხელნაწერები.

შემდეგ კი წინამძღვრიანთკარში ის ადგილიც მოინახულეს, საიდანაც ილიამ სამეურნეო სკოლის გახსნისას სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლებლის ისტორიული შენობა, მოისმინეს ილიას თანამოაზრის, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის- ილია წინამძღვრიშვილის ბიოგრაფია, მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიული მიმართულების შესახებ. ბოლოს კი ისტორიული ,,9 მუხაც” მოინახულეს.

„ვფიქრობთ, დაგეგმილი  აქტივობები ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და შემეცნებითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება