სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა 
12-11-2024
-
+


8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლის მე-7 კლსელებმა, ქართული ენისა და  ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე კვანჭიანის ინიციატივით, წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებული აქტივობა. 

მოსწავლეებმა პროფესიონალურად „გააცოცხლეს“ კლასიკოსის საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები.

ღონისძიების მიზანი იყო:

  1. ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება;
  2. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  3. ეროვნული იდეების აქტუალობის დემონსტრირება თანამედროვე საზოგადოებაში;
  4. მოსწავლეების ეროვნული იდენტობის გაძლიერება.

აქტივობა ლიტერატურული საღამოს ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს  ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების ეპიზოდები, წაიკითხეს ამონარიდები პოეტური შედევრებიდან  და პუბლიცისტიკიდან. 

ღონისძიების მსვლელობისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ილიას იდეების აქტუალობა თანამედროვე საზოგადოებაში.

სალონური ტიპის შეხვედრა შედგა შესაფერის გარემოში. 

წარმოდგენილ ექსპოზიციაზე, განთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქრონიკები გასული საუკუნის ბეჭდური მედიიდან. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ლალი მელივა, სხვადსხვა საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგი.

სამომავლოდ იგეგმება ექსკურსია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში.

მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე კვანჭიანის დახმარებით,  მიეცათ საშუალება, აქტიურად  მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიების მომზადებაში, მასალების მოძიებასა და პუბლიკის წინაშე წარდგენაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება