სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლის - თეკლა წიქარიშვილის შთამბეჭდავი ნამუშევრებია გამოფენილი 
12-11-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში არტ-ფესტივალი გრძელდება. იქ, ორშაბათიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მე-4 კლასის მოსწავლის - თეკლა წიქარიშვილის უნიკალური ნამუშევრები იქნება გამოფენილი. 

გამოფენაზე შეგიძლიათ მოსწავლის მრავალფეროვანი ნამუშევრები იხილოთ და მისი შემოქმედებით დატკბეთ. როგორც კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კოპაძე აღნიშნავს, ნამუშევრები სკოლის ფოიეში იქნება გამოფენილი. 

„გამოფენაზე იხილავთ საინტერესო თემატიკას, მრავალფეროვან ფერებსა და განსაკუთრებულ ხედვებს, რომლებიც ჩვენი თეკლა გოგოს ფანტაზიას და შემოქმედებითობას წარმოაჩენს.

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენთან ერთად გავაზიარებთ ამ შემოქმედებით გარემოს და მხარს დავუჭერთ ახალგაზრდა მხატვრებს! ნამუშევრები, 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, გამოფენილი იქნება სკოლის ფოიეში, პირველ სართულზე. გელით თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება