სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ილია მეგზური წიგნის სამყაროში“ - ბახვის საჯარო სკოლაში დიდი მწერლის დაბადების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
11-11-2024
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტდ საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, რომლის დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ლუდმილა შონია 8 ნოემბერს, ილია ჭაჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „ილია მეგზური წიგნის სამყაროში“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის და ზოგადად კითხვის მნიშვნელობაზე. მათ ასევე, გააკეთეს პრეზენტაციები წაკითხული წიგნების შესახებ, თანატოლებს ურჩიეს რატომ უნდა წაეკითხათ ესა თუ ის ავტორი და რა მისცა მათ წაკითხულმა ტექსტებმა.   

„აღნიშვნის ღირსია მოსწავლეთა არაჩვეულებრივი და დახვეწილი მეტყველება, ტექსტების სიღრმისეული გააზრება“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს, ასევე, სკოლაში, გაიმართა დებატები დამსწრე აუდიტორიასთან.

როგორც სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე გვეუბნება, დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„მეიმედებით ბავშვებო!“, - სიამაყით ამბობს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება