სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ვაქირის საჯარო სკოლაში
11-11-2024
-
+


ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ქართველი საზოგადო მოღვაწეების ღვაწლს მეტად აფასებენ. 

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

ქართულის მასწავლებელმა - ლიანა დევიძემ მე-4, მე-5, მე-6 კლასებში ღონისძიება ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მათ დიდი ქართველის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულის მასწავლებელმა - ნატალია ტაველიშვილმა მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ვიქტორინა მოაწყო. მოსწავლეებმა შეკითხვებს მონდომებითა და დიდი წარმატებით უპასუხეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე ღონისძიება საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება