| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებისთვის ნოემბრის თვის დასაწყისი აქტივობებით საკმაოდ დატვირთული იყო. მათ შორის, მოქალაქეობის მასწავლებლის - თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელი პრეზენტაცია მოაწყო.
7 ნოემბერს კი, ღონისძიება მეფე ერეკლე მეორეს მიეძღვნა. სკოლაში, მოსწავლეებთან - მერვეკლასელ ლიზი გოგსაძესთან და მეექვსეკლასელ ნიკოლოზ გოგსაძესთან ერთად, მეფის საგმირო საქმეებსა და გადახდილ ომებზე ისაუბრეს. შემდეგ, კი ერეკლე მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 8 ნოემბერს პოეტ მურმან ლებანიძის მიერ საქართველოს „მეორე სვეტად“ შერაცხული პიროვნება, ილია ჭავჭავაძე გაიხსენეს. სასკოლო საზოგადოებამ მისი ნაწარმოების - „კაცია ადამიანი?!“ მიხედვით გადაღებული ფილმი ნახა და გაანალიზა.
„სკოლაში ჯეროვანი ყურადღება ექცევა არაფორმალურ და ჰოლისტურ განათლებას, ასე რომ წარსულსაც პატივს მივაგებთ და თანამედროვე მოთხოვნებსაც ვპასუხობთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად