| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მოსწავლეებს მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ აძლევს, არამედ ზრდის მათ სწორ ღირებულებებზე, ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად.
სწორედ ასეთი მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ზედმიწევნით იცნობენ დიდი მწერლების შემოქმედებას, პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას და თემატურ აქტივობებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ახლახან ილია ჭავჭავაძის 187-ე იუბილისადმი მიზღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგის - ქეთევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით, დიდი მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს.
ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მწერლის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტების შესახებ უამბეს და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენეს ილიასეული უკვდავი ფრაზა: „ისტორია და წარმატება - მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად