სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს“ -ლია კოვზირიძე, ითხვისის N1 სკოლის პედაგოგი
11-11-2024
-
+


ლია კოვზირიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მოსწავლეებს შეუქმნას გარემო, სადაც თითოეულ მათგანს აზრის გამოხატვის თავისუფლება ექნება და შეძლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას - სწორედ ამ მიდგომებით, ის მოსწავლეებისთვის საყვარელი პედაგოგია, რომელიც თავის პროფესიას ღირსეულად ემსახურება და წიგნიერი თაობების აღზრდაზე ზრუნავს. 

ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ლია კოვზირიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მეგობრულ დამოკიდებულებას მოსწავლეებთან, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. მოსწსვლეებს უნდა მოვუსმინოთ და მათ აზრს პატივი ვცეთ.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი/ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მონდომებულნი არიან. აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. მოსწონთ კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. დავგეგმო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. შევქმნა  მეგობრული, პოზიტიური, მშვიდი და სასიამოვნო სასწავლო გარემო.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება