სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოქროსფერი შემოდგომა“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა 
11-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, II კლასის დამრიგებელმა - რიტა ოთარაშვილმა, პროექტი „ოქროსფერი შემოდგომა“ განახორციელა. პროექტის მიზანი მოსწავლეებისათვის შემოდგომის, როგორც უნიკალური და მშვენიერი დროის წარდგენა, მათში ბუნებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი უნარების განვითარება გახლდათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ წელიწადის დროებსა და განსაკუთრებით, შემოდგომის ხიბლს. მათ იმ თავისებურებებზე ისაუბრეს, რომლებიც შემოდგომას სხვა დროებისგან განასხვავებს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, როგორ აისახება იგი ბუნებაში და როგორ ეხმიანება ადამიანის შემოქმედებას. მოსწავლეებმა ისწავლეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ლექსები, მოთხრობები და გამოცანები, რაც დაეხმარათ, რომ შემოდგომის სილამაზე შემოქმედებითად აღექვათ. 

მშობლების დახმარებით, მოსწავლეებმა დამატებითი კლასგარეშე მასალა მოიძიეს და შექმნეს თემატური ნამუშევრები: დახატეს ნახატები, გააკეთეს აპლიკაციები და შემოდგომის ატრიბუტიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები. ბავშვებმა ცოცხალი კუთხეც მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებლები შემოდგომის მრავალფეროვნებას ბუნებრივი მასალების საშუალებით გაეცნობიან.

ღონისძიების დასასრულ, სკოლაში საშემოდგომო ზეიმი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები მასწავლებლებს, მშობლებსა და თანაკლასელებს წარუდგინეს.

პროექტის ფარგლებში, შემდეგი ნამუშევრები შეიქმნა:

  • შემოდგომის თემაზე შექმნილი მოსწავლეების ნახატები;
  • ბუნებრივი მასალებით გაკეთებული თვითნაკეთი ნივთები და აპლიკაციები;
  • კედლის გაზეთი და ფოტოალბომი, რომელიც ასახავდა პროექტის მიმდინარეობას;
  • ცოცხალი კუთხე, რომელიც შემოდგომის სილამაზესა და ფერადოვნებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან. პროექტი ხელს უწყობდა საგანთა ინტეგრირებას და საგნობრივი უნარების განვითარებას. ინტეგრირებული იყო ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება, ხელოვნება და მუსიკა, რამაც მოსწავლეებს განუვითარა საკომუნიკაციო, კვლევისა და შემოქმედებითი უნარები.

ღონისძიების დასასრულ, სკოლის დირექტორმა - რიტა ოთარაშვილს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ამ ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის მას მადლობის სიგელი გადაეცა, რითაც აღინიშნა მისი მნიშვნელოვანი წვლილი მოსწავლეების სულიერი და შემოქმედებითი განვითარების საქმეში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა ორგანიზატორს და ამაყობს ასეთი სასიამოვნო და შთამაგონებელი ღონისძიებით. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება