სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
11-11-2024
-
+


8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების (პედაგოგები: მზია ფეიქრიშვილი, მანანა ჩინჩალაძე) ხელმძღვანელობით გაიმართა, დიდი ქართველი მამულიშვილის, ერის მამად წოდებულის - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ღონისძიება სახელწოდებით - „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები ილიას შემოქმედებიდან, წარადგინეს პრეზენტაცია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისაუბრეს მის ღვაწლზე ქართული ლიტერატურისა და ერის წინაშე. ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან - „ილიას მკვლელობა“. მთელი დღის განმავლობაში მოისმინეს აუდიოჩანაწერები (ლექსები, სიმღერები) პოეტის შემოქმედებიდან.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის და უსურვა ილიას იდეეების გზით სიარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება