სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოდგომის ფერთა ჰარმონიით შთაგონებულმა არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
11-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ამჯერად, შემოდგომის ფერთა ჰარმონიით შთაგონებულმა მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა კი, ამ ფერებით, ხელოვნების გაკვეთილებზე, აქტივობები შეასრულეს. 

მათ შემოქმოდებითი დავალებები თეთრ ფურცლებზე, პედაგოგების - ლია აფციაურისა და ელზა ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს. პატარების ნამუშევრები მართლაც გამორჩეული და ძალიან საინტერესო გახლდათ. 

აქტივობის შესახებ მეტ ინფორმაციას პედაგოგი ელზა ქავთარაძე გვიზიარებს. 

„ფოთოლცვენის დასაწყისი თავდაპირველად სკოლის ეზოში მდგომმა ჭადარმა ამცნო პატარებს. ხის ქვეშ სკამებზე დასასვენებლად ჩამომსხდარ ბავშვებს, შემოდგომის მშვიდ ნიავზე კენწეროდან მოწყვეტილმა, სიმწვანეწართმეულმა რამოდენიმე ფოთოლმა რწევა-რწევით ჩამოუქროლა და ერთს თმებზე ჩამოეკონწიალა, მეორეს ღონემიხდილი პეპელასავით მხარზე ჩამოეკიდა, დანარჩენი  კი მესამის ფეხებთან  მიწას გაეკრა.

 - რა ლამაზია! - აღმოხდათ ბავშვებს.

მას შემდეგ დაიწყო და აღარ შეჩერებულა ფოთოლთა ცვენა.

ცვიოდა და ცვიოდა.. ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი ფოთლები და სკამების ირგვლივ  ჭრელი ფარდაგი მოუქარგა ბავშვებს.

ვუსურვებთ პატარებს წარმატებებს და მრავალ ფერად შემოდგომას“,- წერს ელზა ქავთარაძე. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება