| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტრადიციული სასკოლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მთელი სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
კათედრების ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე, მოსწავლეებმა ღონისძიება ლოზუნგით - „სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი, გზა ცხოვრებისა“ გამართეს. მათ პოსტერები შექმნეს, ასევე ლექსები და სხვადასხვა ფრაზა წაიკითხეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება მუსიკალური ნომრით დაასრულეს.
„ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ფასეულობების, ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი - მამული, ენა და სარწმუნოება“,- სწორედ ეს გზავნილები ისმოდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად