| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი მრავალფეროვანი ბიოლოგიის გაკვეთილი იყო, რომელიც სკოლის მე-9 კლასში პედაგოგმა - დარეჯან გაზდელიანმა ჩაატარა.
გაკვეთილის თემა „ენდოკრინული სისტემა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ჰორმონები“ გახლდათ. საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელმა მოდელირების მეთოდი გამოიყენა.
მოსწავლეებმა თემის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. აქტივობების შესასრულებლად მათ გამოიყენეს ჰაეროვანი პლასტელინი, წებო, მუყაო, მარკერები.
მოდელირებით სწავლება, მოსწავლეთათვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად