სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
11-11-2024
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: გიული ზედგინიძე და ნინო ბერიძე იყვნენ. მუსიკალურ დადგმას კი, მუსიკის მასწავლებელი ნანა წიკლაური ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაში VI, VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ილიას ბავშვობის, სტუდენტობისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მათ, ასევე ყურადღება გაამახვილეს წიწამურის ტრაგედიაზე.

მოსწავლეებმა წაიკითხეს „მგზავრის წერილების" საკვანძო ადგილები, ლექსები „ჩემო კალამო" და „ბედნიერი ერი", იმღერეს „ბაზალეთის ტბა" და დადგეს პატარა პიესა „კაცია- ადამიანას?!" მიხედვით. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება