| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ზეიმით აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ხელმძღვანელობით, მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, გამომეტყველებით წაიკითხეს დიდი პოეტის ლექსები.
ზეიმის დასასრულს მე-7 კლასელებმა მოირგეს „კაცია-ადამიანის?!“ პერსონაჟების როლები და წარმოადგინეს ერთი ეპიზოდი მოთხრობიდან.
ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიებას სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად