სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N212 სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს სტუმრობდნენ
11-11-2024
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ. 

„ექსპერიმენტორიუმში“ შეგიძლია, თავი ნამდვილ მეცნიერად იგრძნო, ყვირილის ძალა გაზომო, ბურთი საკუთარი ენერგიით დამუხტო, ლურსმნებიან სკამზე დაჯდე, მეგობარი ჰაერში ასწიო, ელვა ხელით  დაიჭირო“,- ნანახით აღფრთოვანებული მოსწავლეების ემოციებს გვიზიარებენ სკოლაში. 

მოსწავლეებს ამ უჩვეულო მუზეუმში საოცარი თავგადასავლი გადახდათ. 

„საოცარი ემოციებით დაიმუხტნენ ჩვენი „მეცნიერები“, ჩაატარეს ქიმიური ცდები, ექსპერიმენტები, შეასრულეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვებს კვლავ არაერთ საინტერესო და სახალისო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება