სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბენარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
08-11-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ეწყობა. 

ამჯერად, იქ ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში III-XI კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი შემდეგი ათი გუნდი მონაწილეობდა: „შეუპოვრები“, „განთიადი“, „დიდგორი“, „კოსმონავტები“, „დედამიწელები“, „ლომები“, „გენიოსები“, „უსაშველოები“, „ფენიქსი“ და „ვიკინგები“.

დაძაბული ასპარეზობის შედეგად, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი საფეხურზე I ადგილი - „შეუპოვრებმა“, II ადგილი - „ლომებმა“, III ადგილი - „განთიადმა“ დაიკავა. 

მეორე საფეხურზე I ადგილი - „გენიოსებმა“, II ადგილზე კი ,,კოსმონავტები", „დიდგორი" და „უსაშველოები" გავიდნენ. 

მესამე  საფეხურზე საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა - I ადგილი - „ფენიქსი", ხოლო II  ადგილი -,,ვიკინგები".

ღონისძიებას ისტ-ის პედაგოგი ლია გიგოლაშვილი ხელმძღვანელობდა. სკოლის დირექცია ღონისძიებაში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება