სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 საჯარო სკოლაში მადლიერების დღე მოეწყო 
08-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ კიდევ ერთი სოციო-ემიციური სწავლის ხელშემწყობი აქტივობა ჩაატარა მე-3ბ კლასში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი, ჯერ მოსწავლეებს ესაუბრა მადლიერების შესახებ და როცა მათ გააცნობიერეს მადლიერების არსი, გაანალიზეს საკლასო ოთახში გატარებული ყოველი დღე, დაფიქრდნენ, ვისგან იგრძნეს მხარდაჭერა, დადებითი დამოკიდებულება, მოაწყეს მადლიერების დღე.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - თინათინ სურგულაძის დახმარებით დამზადებულ „მადლიერების ყუთში“ ჩაყარეს ფურცლები კომენტარებით, ვის მიმართ გრძნობენ მადლიერებას და რატომ.

სკოლაში იაზრებენ, რომ ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა თვითშემეცნება, პატივისცემა, ემპათია, მადლიერება, პროსოციალური კომპეტენცია, კრიტიკული აზროვნება. 

იხილეთ ვიდეო: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება