სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მენჯის თერმული წყლების შემადგენლობასა და სამკურნალო თვისებებს გაეცნენ
07-11-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევია. 

ახლახან, სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, პროექტის - „საქართველოს სამკურნალო წყლების“ ფარგლებში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელ ნაირა ბერულავასთან ერთად ესტუმრნენ სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მენჯის თერმულ წყლებს.

მოსწავლეები გაეცნენ თერმული წყლის შედგენილობასა და სამკურნალო თვისებებს. მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ სარგებლობს მოსახლეობა წყლით, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და დაათვალიერეს ძველი აბაზანები.

მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს ალექსი ბერის (შუშანიას) საგვარეულო ეკლესია და მოინახულეს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად აღმართული ჯვარი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი შაქრო კოკაია და არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი თეონა ჯანაშია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება