| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის იყო 12 ოქტომბერს ქალაქის მთავარი დღესასწაულის „ჭიათურობის“ აღსანიშნი ზეიმი, რომელიც სხვადასხვა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ქალაქის ქუჩები საზეიმოდ მოირთო.
აღნიშნულ საქალაქო დღესასწაულში აქტიურად იყო ჩართული ჭიათურის N2 საჯარო სკოლა, რომელმაც საფრანგეთი და მისი მთავარი ღირებულებები წარმოადგინა და ასე მიულოცა თანაქალაქელებს დღესასწაული.
გამარჯვების პარკში საზეიმოდ იყო მორთული მეორე საჯარო სკოლისთვის გამოყოფილი სივრცე. სტუმრებს აქ მინი-საფრანგეთის ნახვა შეეძლოთ, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებით.
„ეიფელის კოშკსა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან სურათების გადასაღებად მნახველების რიგი იდგა. იყო კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა. სკოლის მოსწავლეებმა ჩვეული ოსტატობით გააცოცხლეს ფრანგული კინემატოგრაფიისა და ლიტერატურის პერსონაჟები: ულამაზესი ესმერალდა და კვაზიმოდო, პატარა უფლისწული და ავიატორი, რევოლუციონერი ბიჭი გავროში, ასევე - მსოფლიო კინოვარსკვლავები და მოდელები: ბელმონდო, ჟან რენო, ნატალი პორტმანი, ოდრი ტატუ, ბრიჯიტ ბარდო, ლეა სედუ, დიზაინერი კოკო შანელი და მისი მოდელები“, - გვიყვებიან სკოლაში.
მრავალფეროვანი დეკორაციებით იყო წარდგენილი და მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოკო შანელის დიზაინის კუთხემ.
„აქვე ნახავდით შეფმზარეულის კუთხესაც, სადაც ხაბაზები საოცარი ოსტატობით საქმიანობდნენ, ზელდნენ ცომს და დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ ფრანგულ ბაგეტებს.
საოცარი სანახავი იყო ცნობილი მონმარტის ქუჩა, ნახატების გამოფენითა და ტილოებთან მომუშავე მხატვრებით. აქვე იყო მინიბარი, სადაც ფრანგული ღვინითა და კრუასანებით გაგიმასპინძლდებოდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები მშობლებთან და ფრანგული ენის (ასევე ინგლისური ენის) მასწავლებელ ნათია უზნაძესთან ერთად, ფრანგული დროშის ფერებში ლამაზად გამოწყვნენ.
„ამ დღეს საოცარი სანახავი იყო პარიზი, ერთი დღით ჭიათურაში, ულამაზესი ცადაზიდული საშევარდნოს კლდისა და შავი ყვირილის შუაში გადმოტანილი და მოზეიმე.
„პარიზის“ თავზე ამაყად ფრიალებდა საფრანგეთის სამფეროვანი დროშა. ფრანგული მუსიკის ფონზე საფრანგეთის „ქუჩებში“ ამაყად დააბიჯებდა სტუმრებთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ფრანგული დროშის ფერებში გამოწყობილი, ფრანგული ენის (ასევე ინგლისური ენის) მასწავლებელი ნათია უზნაძე“, - ამბობენ სკოლაში.
ღონისძიების ხელმძღვანელ პედაგოგებს მადლობას უხდიან ამ დღესასწაულის გალამაზებისთვის და წარმატებებს უსურვებენ.
„მადლობა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელებს, პედაგოგებს: ნათია უზნაძეს, ნათია ბოღოჩაძეს, გურანდა გელბახიანს, ნინო აბრამიშვილს, ნინო ხვედელიძეს, მაკა ცერცვაძეს, მეგი მამაცაშვილს, ცირა ხიჯაკაძეს, ლალი გაფრინდაშვილს, ეკა ცერცვაძესა და ნათელა ცუცქირიძეს, სკოლის დირექციის უდიდესი მხარდაჭერითა და ჩართულობით ასე რომ გაგვილამაზეს მშობლიური ქალაქის მთავარი სადღესასწაულო დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე
საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა