სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
23-11-2024
-
+


„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ეხება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას, სადაც ასევე მითითებული იქნება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში,  წარმოშობის ქვეყნიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;

ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (არსებობის შემთხვევაში);

გ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს;

დ) დოკუმენტაციას/ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიაზე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის შესახებ, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირი  იღებდა უმაღლეს განათლებას, აგრეთვე უმაღლესი განათლების საფეხურის, სწავლის პერიოდის (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამორიცხვა/სწავლის შეწყვეტა), უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის, უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის/მოცულობის, გავლილი საგნების ჩამონათვალის,  უმაღლესი განათლების მიღების დასრულების ან დაუსრულებლობის, საკომუნიკაციო ენის/ენების ფლობის და სამუშაო გამოცდილების თაობაზე  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციას/ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირი მიერ უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება