| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აქტიურად ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები, პროექტის: „ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები“, ფარგლებში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმსა და წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ეწვივნენ.
ბავშვებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს მწერალ ოტია იოსელიანის შესახებ, სადაც მწერალი 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარანი და მუზეუმში დაცული მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მემორიალური და ეთნოგრაფიული ნივთები.
გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო საარქივო მასალებს.
დღემ საინტერესოდ ჩაირა და შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
მე-7 კლასის დამრიგებელი ნინო უგლავა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად