სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდგორის საჯარო სკოლაში თეატრალური წარმოდგენები გაიმართა 
04-11-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში თეატრალურ დაასებს უმასპინძლეს. 

ეს იყო დღე, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია აჩუქა არა მარტო დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს არამედ სრულიად სოფლის თემს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოქმედებითი სტუდია 5+2, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სკოლას თეატრალური დასი ესტუმრა და შეკრებილ საზოგადოებას ორი საოცარი სპექტაკლი წარუდგინა. 

სპექტაკლები - „მარაბდის გმირები“, (რეჟისორი გოგა თავაძე ხოლო როლებში მოზარდ-მაყურებლის თეატრის მსახიობები) და ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული - „ზუსტად 8 საათზე“, (რეჟისორი თათული გომართელი, სხვადასხვა თეატრის მსახიობების მონაწილეობით) დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

სპექტაკლის შემდეგ გაიმართა ინტერაქციული ნაწილი, რომელიც მოიცავდა კითხვა-პასუხს მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად ისაუბრეს სპექტაკლის იდეასა და მთავარ სათქმელზე. რა დროსაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი შთაბეჭდილებები და პირადი გამოცდილება სპექტაკლის გზავნილებზე.

ღონისძიება დაასრულა მუსიკალურმა ნაწილმა კაკო ვაშალომიძის აკუსტიკური კვარტეტის შესრულებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება