სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენი უანგარო თავდადება დაე, დარჩეს ლეგენდად და არაკად“ - ნაბახტევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა 
31-10-2024
-
+


27 ოქტომბერს საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. ეს გამორჩეული თარიღი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს. 

28 ოქტომბერს, სკოლის დაწყებითი და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დევიზით - „შენი უანგარო თავდადება დაე დარჩეს ლეგენდად და არაკად“. 

ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილი და ღონისძიების ორგანიზატორი მე-8 კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები სკოლასა და მასწავლებლებზე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.

სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს მე-8 კლასის დამრიგებელს - მაია რიჟამაძეს, ასევე დაწყებითი კლასების ხელმძღვანელებს -  ეკატერინე თედეშვილს (პირველი კლასი), ნათია კაპანაძეს (მე-2 კლასი), ლელა მჭედლიძეს (მე-3კლასი) და მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება