| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გრიგორ რობაქიძისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება გაიმართა.
ქართველ კლასიკოს მწერალს დღეს 142 წელი შეუსრულდა, ძევრის სკოლაში კი, შესაფერისი პატივი მიაგეს დიდ ქართველს და თანასოფლელს.
„ათწლეულების მერეც კვლავ აქტუალურია რომ არავის ეპატიება და შერჩება დიდებული ქვეყნის დიდებული ისტორიის დავიწყება, რომ სადაც გაძღები ის შენი სამშობლო არ არის“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, დიდებული ქართველის შეგონებას და სკოლის ისტორიას ემოციებით სავსე დღე აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებმა მისი სურვილიც აასრულეს და სვეტიცხოველი მოილოცეს, მის სახელზე სანთელი დაანთეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და გააჟრესეს მისი სიტყვები: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“.
ამ დიდებული დღისთვის, სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის სკოლის დირექტორს მანუჩარ რობაქიძეს.
„მილიონი მადლობა ჩვენ გულისხმიერ და მუდმივ მხარდამჭერ მერს მანუჩარ რობაქიძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად