სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საშემოდგომო კვირეული ოშორის საჯარო სკოლაში
30-10-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

მათ შორის იყო „შემოდგომის კვირეული“, რომელიც სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს.

მათ სადღესასწაულოდ მორთეს სკოლა, თითოეული კლასი გააფორმეს შემოდგომის ფერებით, აპლიკაციებით, ნახატებით, ხილითა და სუვენირებით.

ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე კლასის დამრიგებელი რუსუდან ზაზაძე.

„ყველა დამრიგებლის, მასწავლებლების და ადმინისტრაციის დაუღალავი შრომა ბედნიერი აღსაზრდელების განწყობაზე აისახა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ ეკოკლუბი „ოშორულას“ წევრები და ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები.

დასკვნითი ღონისძიება 7 ოქტომბერს, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

„შემოდგომის დეკორაციებით გაფორმებულ სკოლის ეზოს ამშვენებდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. მრავალფეროვან აქტივობებს შორის მშობელთა განსაკუთრებული ყურადღება ჩურჩხელების ამოვლებამ მიიპყრო“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს და შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.

ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება