სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როლური თამაშები“ - თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა სასწავლო-შემეცნებითი და ამავე დროს, თავშესაქცევი აქტივობა 
01-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, სასწავლო დანიშნულების თამაშები, რომლებიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევია. 

„როლური თამაშები“ თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-7დ კლასისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მეტად სახალისო აქტივობაა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლე ამ დროს მარტო სამეტყველო-საკომუნიკაციო უნარების განვითარებას კი არ ეუფლება, არამედ ეს აქტივობა დიდ როლს ასრულებს სოციოკულტურული კომპეტენციის განვითარებაშიც. მოსწავლე სწავლობს კონტექსტისათვის დამახასიათებელ ქცევას, შესაბამის ლექსიკასა და ეტიკეტს, დროის მენეჯმენტს.

სკოლა გვიზიარებს ბარბარე და ელენე ხელაიების მიერ გათამაშებულ დიალოგს, რასაც ხალისით ართმევენ თავს. 

„როგორც ამბობენ, პრაქტიკა სრულგვყოფს“,- დასეძენენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ნანა რუხაია ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება