სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 სკოლის მე-9 კლასელებს ქართული ლიტერატურისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
31-10-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.

10-11 ოქტომბერს, მე-95 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ბიოლოგიაში (პედაგოგები: ლალი ტურიაშვილი, მარინა კაპანაძე).

მოსწავლეებმა შეისწავლეს ნაირა გელაშვილის ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ჩვენება (ანაბეჭდები)“, რომელშიც წარმოდგენილია მთავარი პერსონაჟის - გიორგი გიორგობიანის დაბადების, განვითარების, ატესტატის, ჩათვლის წიგნაკის - დოკუმენტური ჩანართები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული მასალები უხვად შეიცავს ბიოლოგიურ ტერმინებსა და იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ნორმას სცილდება და თავს იჩენს გარკვეული პრობლემები პერსონაჟის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (დაბადებიდან სტუდენტობამდე). აღნიშნული ინფორმაციის სწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს ტექსტის სიღრმისეულად გააზრებასა და დავალებების ეფექტურად შესრულებას.

მოსწავლეებმა წინარე ცოდნის გააქტიურებისას გაიხსენეს სისხლის შემადგენლობა, გადასხმის მექანიზმი, ისაუბრეს ანემიასა და ციანოზზე, გააკეთეს დასკვნები, პრეზენტაციები წარმოადგინეს ფლიფჩარტებზე გამოსახული სქემებით, ცხრილებითა და მოდელებით.

„ყოველივემ ხელი შეუწყო ახალი მასალის სიღრმისეულად გაანალიზებას. მეცნიერულ ინფორმაციასა და დოკუმენტურ ჩანართებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა შეთხზეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: წერილი, დღიური, წარმოსახვითი ინტერვიუ, რომლებშიც ისაუბრეს, თუ როგორ წარიმართებოდა, მათი აზრით, პერსონაჟის ცხოვრება სხვადასხვა სიტუაციაში (კაფეში, ციხეში, ინსტიტუტში). აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს დაანახვა საგნების ინტეგრაციის მნიშვნელობა, მისი პრაქტიკული სარგებელი, ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ინტერესის აღძვრას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მსგავსი ტიპის გაკვეთილების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება