| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კვირეული ჩატარდა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, არაერთი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის იყო საინტერესო და ემოციური ლიტერატურული კონკურსი „ვწერთ მასწავლებელზე“, რომლის პრეზენტაციაზეც წარდგენილი იყო მოსწავლეთა სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.
საღამო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეტად თბილ, უშუალო და საინტერესო გარემოში წარიმართა.
„მოსწავლეების ღელვა, ბუნებრივია, იმ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო გამოწვეული, რომელსაც გულწრფელად განიცდიდნენ მასწავლებლების მიმართ. მათ ჯერ კიდევ „გაუჩორკნავ“ სიტყვაში ადვილად ამოიცნობდით სამომავლო დიდ სათქმელს“, - ამბობენ სკოლაში.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
„აშკარა იყო, ყოველმა მონაწილემ კარგად იცოდა, რატომ წერდა და, ალბათ, სწორედ ეს იყო გუშინდელი საღამოს მთავარი მიზანიც.
წარმატებები ჩვენს ნორჩ შემოქმედებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად