სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოციო-ემოციური სწავლების თვალსაჩინო მაგალითი და მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული განმავითარებელი აქტივობა თბილისის N166 სკოლაში 
23-10-2024
-
+

თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა ჩამოყალიბებული. 

ახლახან. სკოლაში მასწავლებელთა ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც პედაგოგები - ლია ჩაჩუა, მაია კაკაურიძე, ლალი ტურიაშვილი და მერი წიქვაძე არიან.

ისინი, 4R პროგრამის ფარგლებში (პროგრამის განხორციელება ჩაშენებულია საგაკვეთილო პროცესში) ისეთ მრავალფეროვან, შემოქმედებით აქტივობებს ახორციელებენ, რომელებიც მოსწავლეებში სოციო-ემოციური სწავლის უნარების განვითარებასა და გავარჯიშებას შესაძლებლობას იძლევიან. 

მე-2 კლასში სწორედ ასეთი აქტივობა განახორციელა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ. მასწავლებელმა დაასახელა ხუთი ლიდერი - ხუთი ჯგუფისთვის. წევრები კი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა: მოსწავლეები იღებდნენ ჩხირებს, რომლებზეც ჯგუფის ნომერი ეწერა. შემდეგ წაიკითხეს ტექსტი, შეავსეს გრაფიკული სქემები და გააკეთეს პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ყველაფერი ურთიერთთანამშრომლობითა და ერთმანეთის პატივისცემით ხდებოდა. შესაბამისად, მოსწავლეებმა, გამართულად წაკითხვისა და კარგი თანამშრომლობისათვის, დამსახურებული სტიკერები მოიპოვეს.

„1994 წელს ჩაეყარა საფუძველი ორგანიზაციას - თანამშრომლობა აკადემიური, სოციალური და ემოციური სწავლისთვის - CASEL-ის (Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning, რომლის მისიასა და აქტიურ საქმიანობას დღემდე სოციო-ემოციური სწავლის როგორც მეცნიერული შესწავლა წარმოადგენს, ასევე ქმნის წარმატებულ პრაქტიკას და ხელს უწყობს სოციო-ემოციური სწავლის პროგრამების გავრცელებას. სწორედ მის მიერ 2013 წელს პროგრამა - 4R (Reading, Writing, Respect and Resolution -კითხვა, წერა, პატივისცემა და გადაწყვეტილება) სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობ ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომად დასახელდა, განსაკუთრებით, დაწყებითი განათლების საფეხურისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

საინტერესო

საზოგადოება