| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით სწავლობენ მოქალაქეობას.
ახლახან კი, მე-8 -გ კლასის (მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი სალომე ქობალია) მოქალაქეობის გაკვეთილზე გაეცნენ მოხალისის ცხოვრებას. კონკრეტულად კი იმ ადამიანთა ყოფას, რომელთა საქმიანობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადიებრივ ცხოვრებაში.
აქტივობა კი იმდენად მოეწონათ, რომ თავად გამოხატეს მზაობა გაეკეთებინათ რაიმე სასარგებლო საქმე, შედეგად კი მოიფიქრეს - დაელაგებინათ სკოლის ბიბლიოთეკა. საქმეს ხალისით შეუდგნენ და ჩანაფიქრი უმალვე სისრულეში მოიყვანეს. ბიბლიოთეკის გამგესთან, ქალბატონ ლილი ლექვთაძესთან ერთად თაროებზე ლამაზად განათავსეს წიგნები, მიალაგეს და მიასუფთავეს სკოლის ბიბლიოთეკა, მათთვის საინტერესო წიგნებიც კი აღმოაჩინეს და წასაკითხად გაიტანეს.
„აი რა ძალა აქვს მოხალისეობრივ მაგალითებს, ყოჩაღ ბავშვებო, ვამაყობ თქვენით“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახალგაზრდების აქტიურობა ახარებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად