| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეთა სურვილებს მორგებული აქტივობებითაა გაჯერებული, ბავშვების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია.
ამაზე მეტყველებს ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობებიც.
პირველი აქტივობა გახლდათ - „ისწავლე ევროპულ ენებზე სიტყვები: გამარჯობა, მიყვარხარ, მადლობა“.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის ორგანიზატორები - მადონა ბოკუჩავა (იტალიური ენის მასწავლებელი) და ხატია ხეჩოშვილი (გეოგრაფიის მასწავლებელი) იყვნენ.
ამ პედაგოგთა ხელმძღვანელობით გაიმართა მეორე აქტივობაც - ვიქტორინა, სახელწოდებით - „ევროპა“, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ კონკურსში და თავიანთი ცოდნა გამოავლინეს.
მესამე აქტივობა კი „მშვიდობის“ პერფორმანსი იყო, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი ნანი ჯამბაზიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალფენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად