| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს სკოლის მკითხველთა კლუბის საქმიანობაც.
აღნიშნულ კლუბში მე-2 კლასელები არიან გაერთიანებულნი. მათ მუშაობას კი დაწყებითი კლასის პედაგოგი თეა ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა მწერლის ლიტერატურას და ცოდნას იმაღლებენ.
ამჯერად, მკითხველთა კლუბ „ასფურცელას“ წევრებმა შეკრება კარლო კოლოდის - „პინოქიოს თავგადასავალს“ მიუძღვნეს.
„თითქმის 150 წლის წინ კარლო კოლოდის დაწერილი „პინოქიოს თავგადასავალი“ დღემდე რჩება ბავშვების საყვარელ გმირად.
ნაწყვეტი ამ ნაწარმოებიდან მე-2 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი. ხის ბიჭუნასადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ კლუბის შეკრება სწორედ მას მიეძღვნა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა წაიკითხეს და ერთმანეთს შეადარეს ამ ნაწარმოების სხადასხვა გამოცემა, იმუშავეს ერთ-ერთ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ საინფორმაციო ტექსტზე - „ხის ბიჭუნას ამბავი“ და ბოლოს ერთად ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი „პინოქიოს თავგადასავალი“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად