| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სკოლაში ყველა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობა ეძღვნება. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
მათ ისტორიის მასწავლებლის - დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ომსა და ამ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფოტო და დოკუმენტური ვიდეომასალები „აფხაზეთის სისხლიან ქრონიკების“ შესახებ“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად