სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა განაცხადების მიღება იწყება - რა მიმართულებით უნდა წარადგინოთ სწავლების პრაქტიკები
11-10-2024
-
+


ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - PROFFORMANCE+ ფარგლებში ცხადდება საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს (International Higher Education Teacher Award 2024/25) მოსაპოვებლად.

კონკურსის მიზანია, მოახდინოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება და გამოავლინოს პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წარმატებული არიან სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა ასპექტში, რაც უმაღლეს განათლებაში მაღალი ხარისხისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსი, ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, მთელი ევროპის მასშტაბით.

 განაცხადის თაობაზე

კონკურსი ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებისთვის  PROFFORMANCE+  პარტნიორი ქვეყნებიდან: საქართველო, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი. განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ სწავლების საუკეთესო პრაქტიკები შემდეგი მიმართულებებით:

  • სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი;
  • ინოვაციური სწავლება და სწავლა;
  • სტუდენტთა სწავლის შეფასება;
  • უნივერსიტეტების მესამე მისიით გათვალისწინებული მიზნების იმპლემენტაცია.

ამასთანავე, განაცხადებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში ითვალისწინებს დიგიტალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის საკითხებს, მიექცევა დამატებითი ყურადღება. 

შეფასება და დაჯილდოება

განაცხადებს აფასებს დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებულთა სწავლების საუკეთესო პრაქტიკები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პუბლიკაციებში, საინფორმაციო ბიულეტენებში, PROFFORMANCE ვებ-გვერდზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკების დისემინაციას.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ბმული: https://award.profformance.eu/


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება