სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აგროტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობდნენ
11-10-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში და ახალ გამოცდილებას იღებენ. 

ამჯერად, სკოლის STEM კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარე აგროტექნოლოგიების კვირეულში, რომელიც 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში სკოლიდან ორი გუნდი მონაწილეობდა. 

2 ოქტომბერს კი, „დემო დღეზე“ ორივე გუნდმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს მენტორობას უწევდა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი, STEM კლუბის ხელმძღვანელი ხათუნი ასანიძე. 

მონაწილე მოსწავლეები არიან: ლიზი ათანელიშვილი, ანანო გრიგალაშვილი, ევა გოლობიანი, საბა ნაცვლიშვილი, ნიკოლოზ ობოლაძე და შალვა მაჭარაშვილი.

პროექტში მონაწილეობდა 60 ახალგაზრდა კახეთის 4 მუნიციპალიტეტიდან:  გურჯაანიდან, სიღნაღიდან, დედოფლისწყაროდან და ლაგოდეხიდან. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა ცნობიერება აიმაღლეს აგრო და კვების ტექნოლოგიების მიმართულებით, შეხვდებნენ დარგობრივ წამყვან სპეციალისტებს, მუშაობდნენ გუნდურად სტარტაპ პროექტებზე, ასევე,  ჩაუტარდათ დრონების მართვის პრაქტიკული ვორკშოპი.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება