სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო
30-09-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი შემართებით, ზარ-ზეიმით დაიწყეს.

16 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთათვის შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნეს, მე-12 კლასელებმა ესტაფეტა გადასცეს პირველკლასელებს.

ღონისძიებას ადგილობრივები ესწრებოდნენ. მშობლები და მიწვეული სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.

შემდეგ კი ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი დაირეკა, მოსწავლეებმა თავიანთ კლასებს მიაშურეს. მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, სადაც საყვარელი პედაგოგები დახვდათ. მათ კუთვნილი სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ.

ლამაზ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა კი პედაგოგებს ყვავილები გადასცეს და ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

სკოლის დირექტორმა - ჯულიეტა შირინიანმა ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება.

„მთელი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვულოცავ 2024-2025 სასწავლო წლის  დაწყებას. ვისურვებდი, რომ ბევრი განათლებული და მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდა, მოსწავლე-სტუდენტები აღვუზარდოთ ჩვენს საქართველოს“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება