| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ამას მოწმობს ის აქტივობები, რასაც მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით ახორციელებენ.
ახლახან, სკოლაში, მშვიდობის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა. მის ფარგლებში, ბავშვებმა, მასწავლებლების დახმარებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
სკოლის მოსწავლეებმა: ფიდან ასკეროვამ, სამა გუსეინოვამ, მინარა მეხტიევამ და აიგიუნ საფაროვამ მოამზადეს თემატური პოსტერები და გამოფინეს თვალსაჩინო ადგილას.
მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა კაცობრიობისთვის.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას, რომ შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დრო, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად