სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ საქმე გიყვარს მიუღწეველი მწვერვალი არ არსებობს!“- ხონის N3 სკოლის პედაგოგ შორენა ნიკოლეიშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა
09-09-2024
-
+

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი შორენა ნიკოლეიშვილი კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რაც მის სტატუსზე აისახა. 

პედაგოგს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში ახარებთ, რომ შორენა ნიკოლეიშვილის შრომა დაფასდა და მას უმაღლესი სტატუსის მოპოვებას ულოცავენ. 

„შორენა ნიკოლეიშვილს კარგად იცნობს ხონის პედაგოგიური საზოგადოება, როგორც შესანიშნავ  მათემატიკოსსა და პიროვნებას.

წლებია იგი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია,მოტივირებული პედაგოგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, გაიარა ყველა საფეხური და სულ ახლახანს მაღალ პროფესიულ დონეზე გაიარა გასაუბრება და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მენტორი მასწავლებლის წოდება!

მის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მანაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ შენი საქმე გიყვარს მიუღწეველი მწვერვალი არ არსებობს!

სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს შორენა ნიკოლეიშვილს ამ დიდ და დამსახურებულ წოდებას და ამაყობს მისით, რადგან მან შეძლო სკოლის საკმაოდ წარმატებული გუნდის კიდევ მეტად გაძლიერება, მისი გამოცდილება დიდად გამოადგებათ ახალგაზრდა კოლეგებს!

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, წარმატებას ვუსურვებთ მას!“,- გვეუბნებიან სკოლაში.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება