სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები
01-09-2024
-
+


50%-70% -100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;

მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად:

• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი - 500 ლარი;

• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;

• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.

წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი  - სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;

დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობა,  რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, მოპოვებული სასწავლო გრანტის ოდენობა (შენიშვნა: ცნობის მისაღებად განცხადების დატოვება შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრში, ან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მის: ქალაქი თბილისი, მინდელის N9).

ე) ბანკის ამონაწერი სტუდენტის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

სტუდენტს დოკუმენტების წარდგენა შეუძლია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

მატერიალური ფორმით დოკუმენტები სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).  

ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ბმულზე:  https://bitly.ws/3dAoB


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება