სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია
21-08-2024
-
+


სკოლის დირექტორების პლატფორმა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეტნებს ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებასთან დაკავშირებით, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომლის გათვალისწინება აუცილებელია ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლის მიზნებისათვის:

1. სკოლების მიერ eSchool-ში არჩევითი საგნების დამატება ხორციელდებოდა ძირითად /სავალდებულო საგნებად, რაც ელექტრონულ ჟურნალში იწვევდა განსხვავებული შეფასების ტიპის გააქტიურებას. შესაბამისად, მათ ელექტრონულ ჟურნალში ჰქონდათ განმსაზღვრელი შეფასება.

2. არჩევითი საგნების დამატების სურვილის შემთხვევაში, არჩეული უნდა იქნას ისეთი საგანი, რომელსაც დასახელებაში მითითებული ექნება „არჩევითი“

3. რაც შეეხება სავალდებულო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, აღნიშნული საგანი დამატებული უნდა იქნას სახელწოდებით „დამატებითი მომსახურება“ (მაგ.: „დამატებითი მომსახურება - ჭადრაკი“).

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი არჩევითი საგანი, რომლის დამატებაც სურს სკოლას, არ იძებნება საგნების ჩამონათვალში, აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემას და წერილს თან დაერთოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შესაბამისი საგანი არ იძებნება eSchool-ში - სკოლამ ასევე წერილობით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და აცნობოს აღნიშნული საგნის ზუსტი დასახელება და შეფასების ტიპი (განმავითარებელი/განმსაზღვრელი/ჩათვლა)კლასების მიხედვით.

5. მიზანშეწონილია,  ასახული ინფორმაციის სისწორე სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე გადაამოწმოს მასწავლებელმა, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

6. eSchool-ში დროულად უნდა იქნას შექმნილი განაყოფები და სწორად გადანაწილებული მოსწავლეები.აღნიშნულ ინფორმაციასაც ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

7. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო განრიგიდან დროულად ამოღებული უნდა იქნას ის მოსწავლე/სსსმ მოსწავლე, რომელსაც არ ეკუთვნის აღნიშნულ გაკვეთილზე დასწრება. ასევე, დროულად უნდა იქნეს დამატებული ზემოხსენებული მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არსებული გარემოებების შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობაც აქვს მასწავლებელს, შესაბამისად, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა დროულად გადაამოწმოს მოსწავლეთა სია, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის მყისიერი გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

8. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) გაკვეთილის წაშლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი არასწორად იქნა დამატებული საგაკვეთილო განრიგში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებული გაკვეთილი იყო სწორი, თუმცა აღნიშნულ გაკვეთილზე ხორციელდება რაიმე სახის ცვლილება (იცვლება მასწავლებელი, პერიოდი, რიგითობა და ა.შ.), უნდა განხორციელდეს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება (არავითარ შემთხვევაში წაშლა, ვინაიდან წაშლა იწვევს ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის წაშლასაც და იგი აღდგენას აღარ ექვემდებარება);

9. დროულად უნდა განხორციელდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საჯარო სკოლის მიერ საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ ინფორმაციის ასახვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება