სიახლეები
სიახლეები

სასტიპენდიო პროგრამა მომავალი მასწავლებლებისთვის - რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია
07-08-2024
-
+


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე 4 წელია ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას „მომავალი პედაგოგი“, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ისეთი წარმატებული და მაღალი მოსწრების სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

პროექტის იდეის ავტორი ფონდის დირექტორი ბატონი ზურაბ კერვალიშვილია, რომელმაც პანდემიის პერიოდში, განათლების სისტემისთვის ალბათ ერთ-ერთ რთულ პერიოდში, გადაწყვიტა რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტები წაეხალისებინა და სტიპენდია დაეწესებინა იმ პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სწავლითა და მონდომებით გამოირჩევიან და საუკეთესო მოსწრება აქვთ.

სწორედ ამ იდეის განხორციელების მიზნით, თავდაპირველად მომავალი პედაგოგების წახალისების პროექტში სამი რეგიონალური უნივერსიტეტი (გორის, თელავისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი) ჩაერთო. ოთხი წლის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა გაიზარდა და დღეს გპფ შვიდ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფონდს 10-10 წარმატებული და გამორჩეული სტიპენდიანტი ჰყავს. 

თითოეული სტიპენდიანტის წარმატების ისტორია თავისებურად საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმატებულ სწავლასთან ერთად, ისინი არიან არანაკლებ წარმატებული: ოეტები, მწერლები, სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონებიდან და ეთნიკურად არაქართველები, რომლებმაც ქართული ენის პედაგოგობა გადაწყვიტეს; იძულებით გადაადგილებულები, ახალგაზრდები ოკუპირებული რეგიონებიდან და სხვა.

ფონდის სტიპენდიანტების ნაწილმა უკვე დაასრულა საბაკალავრო პროგრამა. ბევრი მათგანი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა, აწილი კვლავ აგრძელებს სწავლას და როგორც თავად ამბობენ ფონდის სტიპენდიანტობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოტივაცია და გამოწვევაა გაამართლონ იმედები და სხვასაც მაგალითი მისცენ საკუთარი მიღწევებით.

მარიამ დინგიშვილი ფონდის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტია, როგორც იხსენებს მისთვის განსაკუთრებული პატივი იყოს ფონდის სტიპენდია 3 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა. თითოეული სემესტრის წარმატებით დახურვა მას ახალ გამოწვევას უჩენდა მეტად მოენდომებინა შემდეგ სემესტრში,  სახელმწიფო სტიპენდიაც არ დაეკარგა და გპფ-ს სტიპენდიანტთა რიგებშიც ყოფილიყო. წელს მარიამმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და მალე პედაგოგიურ საქმიანობასაც დაიწყებს.

ბარბარე გალიბინა ორიოდე წლის წინ შეუერთდა ფონდის სტიპენდიანტთა რიცხვს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის მარტივი არ იყო რვა შვილის დედობა და  სწავლა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა, თუმცა დღეს იგი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია და საყვარელ საქმიანობასაც აგრძელებს.იაჩნია, რომ  სტუდენტობამ მთლიანად შეცვალა მისი დამოკიდებულება განათლებისადმი და სტიპენდიანტის სტატუსმა მოტივაცია მისცა დაემტკიცებინა პირველი რიგში საკუთარი თავისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია და სწავლის დაწყება, საყვარელი საქმის კეთება და განათლებულ თაობაზე ზრუნვა არასდროსაა გვიან. დღეს ბარბარე სამცხე-ჯავახეთის სკოლაში საქმიანობს.

„თავდაპირველად როდესაც ფონდმა სასტიპენდიო პროგრამაზე დაიწყო მუშაობა 30 სტიპენდიანტი გვყავდა, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებიდან. დღეს კი მათი რიცხვი 100-ს აჭარბებს. სტიპენდიანტების არჩევის მთელი პროცესი უნივერსიტეტებს მივანდეთ და ჩვენი მხრიდან მხოლოდ მათი მოსწრების მონიტორინგი ხდება. ბუნებრივია გვაინტერესებს როგორ სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდები, რამდენად არიან ჩართულები სამეცნიერო საქმიანობაში, როგორ აქტიურობენ, და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ რამდენად საქმდებიან პროფესიით, ამასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს. რადგან მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ესაა, ფონდის დამფუძნებლის მიერ გამოყოფილი რესურსი სწორად მოხმარდეს  განათლების სისტემაში უკეთესი კადრების მოზიდვას და განათლებული და წარმატებული პედაგოგის ჩამოყალიბებას. ფონდის სურვილია, დაფინანსებული პროექტები მომხარდეს ერთ მთავარ მიზანს - გვყავდეს განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, თანამდეროვე ცოდნით და მოქალაქეობრივი ღირებულებებით აღჭურვილი  მასწავლებელი და მათ მიერ აღზრდილი ერუდირებული, მცოდნე, ქვეყნის მოყვარული, ბედნიერი და თავისუფალი მომავალი თაობა. ვფიქრობ ჩვენი სტიპენდიანტები, რომლებიც ეხლა იწყებენ მასწავლებლობას ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი სკოლისთვის!“ - ამბობს ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

ფონდის საქმიანობა რეგიონალურ უნივერსიტეტებთან მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. სტიპენდიანტები ჩართულები არიან ფონდის მიერ დაფინანსებულ არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში: სწავლობენ დებატების ხელოვნებას (პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისათვის“, რომელიც უკვე მომავალ მასწავლებლებსაც აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დებატებისა და მსჯელობის კულტურას), ეუფლებიან პედაგოგისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ემოციურ უნარებს (პროექტი „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება“, რომელიც ფონდის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით  ხორციელდება), სტიპენდიანტები ასევე მონაწილეობენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებში და მასტერკლასებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ  პროექტსა და აქტივობას  თუ შევხედავთ ერთიანობაში, ნათელია, რომ ფონდისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, დაფასება, დარგში ახალი და უკეთესი კადრის შემოყვანა; მომქმედი და მომავალი პედაგოგების თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევევით აღჭურვა და საერთო ჯამში სკოლის კიდევ უფრო გაძლიერება.

„ფონდის სტიპენდიანტობა დღეს გამორჩეულ სტუდენტობასთან ასოცირდება ჩვენს უნივერსიტეტში და  ეს მხოლოდ სტატუსი როდია, ეს ერთგვარი ფინანსური საშუალებაა თუგინდ იმისთვის, რომ გადაადგილდნენ სოფლიდან უნივერსიტეტამდე. თუმცა პირველ რიგში სტუდენტებისთვის ეს მაინც მათ დამსახურებებთან ასოცირდება, რაც მხოლოდ უდიდესი შრომისა და სწავლის შედეგია. ფონდის სასტიპენდიო პროგრამამ ბევრი რამ შეცვლა უნივერსიტეტში და განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში - არაერთი სტუდენტი ცდილობს ფაკულტეტი შეიცვალოს და პედაგოგი გახდეს  მეტიც, არ დატოვოს ქალაქი, რეგიონი და პედაგოგის პროფესიას ჩვენთან დაეუფლოს“ - ამბობს აწსუს განათლების დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.

დღეისათვის ფონდის მიერ სასტიპენდიო პროგრამაზე დახარჯულია 320 000 lლარი, ხოლო მთლიანად განათლებაში ჩადებული ინვესტიცია 4 მილიონს აჭარბებს. გპფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა კი თითქმის 35-ზე მეტია.   გრანტიორების მიერ განხორციელებული და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების მთავარი სამიზნე კი განათლებული პედაგოგია. ფონდის მიზანიც ხომ სწორედ ესაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების დონის გაუმჯობესებას ქვეყანაში, გვყავდეს აღიარებული და მისაბაძი პედაგოგები და რაც მთავარია შეიცვალოს არსებული სისტემა უკეთესი მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად კი ფონდი  არ ზოგავს ძალისხმევას სხვა პარტნიორებთან, ინსტიტუცეიბთან, დონორებთან და ორგანიზაციებთან ერთად, დააფინანსოს საგანმანათლებლო პროექტები თავისი წილი სასიკეთო საქმე აკეთოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ფონდის მიერ ინიცირებულიმომავალი პედაგოგიწახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს დღემდე 100-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტშიგორის სახელმწიფო უნივერსიტეტისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტიზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტითელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტი.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

9 იანვრიდან ამინდი აირევა: მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო 

ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება

რას ნიშნავს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ბაღებში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციასაც ითვალისწინებს

10 ათასი კალმის შესაძენად NAEC 8000-მდე ლარს გადაიხდის - საგამოცდო კალმების ნიმუში ცნობილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ

სადღესასწაულო გარემოში ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას მხიარული განწყობა, ღიმილი და ბავშვური სიხარული გაუზიარეს

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს

საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება