| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ვფიქრობ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო“,- ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, აბიტურიენტი - ანი კაკაბაძე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში, მაქსიმალური - 70 ქულა მიიღო. როგორც აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, მისი მოლოდინები გამართლდა და ამით გახარებულია.
„სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე მსურს. გარდა ამისა, მინდა, რომ მეორე ენად გერმანული ავირჩიო. რაც შეეხება მოლოდინებს, სიმართლე გითხრათ, მაღალ ქულას ველოდი, რადგან უცხო ენები ბავშვობიდან მიყვარდა და მინდოდა, რომ პროფესიად მექცია. რეპეტიტორთან ბოლო 1 წელი ყველა საგანში დავდიოდი. სხვა საგნებშიც ისეთი ქულები მაქვს, რასაც ველოდი და ვფიქრობ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. საბოოლოო შედეგებთან დაკავშირებით, დადებითად ვარ განწყობილი და გრანტსაც ველოდები“,- ამბობს ანი კაკაბაძე.
აბიტურიენტის მიღწევით მშობლიურ სკოლაშიც ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ანი კაკაბაძემ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები აიღო და ასახელა სკოლა და ოჯახი. წარმატებებს ვუსურვებთ ანის, არჩეულ პროფესიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ