სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ვპირდებით“ - სკოლების დირექტორები პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელიან 
08-08-2024
-
+


მართალია, ჯერ მხოლოდ აგვისტოა, თუმცა სკოლების ნაწილი პირველკლასელების მისაღებად უკვე ემზადება. დირექტორები და პედაგოგები მოუთმენლად ელიან, თუ როდის ახმაურდება სკოლის კედლები და როდის მიიღებენ ნორჩ აღსაზრდელებს. 

ჩვენ სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, რამდენ პირველკლასელს ელოდებიან და რა განწყობა აქვთ. 

მაჰარამ ხალილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ სექტემბერში 11 პირველკლასელს ველოდებით. გარდა ამისა, მათ შეიძლება 2 ბავშვი დაემატოს. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, მომავალ პირველკლასელთა საცხოვრებელ ადგილზე. ჩვენ მათ დიდი სიყვარულით ველით და საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ვპირდებით. 

ნურადდინ აბბასოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. რაც შეეხებათ მომავალ პირველკლასელებს, ჩვენ 5 ბავშვს ველოდებით. ვნახოთ, თუ რამე შეიცვლება და ამ რაოდენობას ვინმე დაემატება. 

არკადი მანუჩარიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მხოლოდ ორ პირველკლასელს ველოდები. ზოგადად, დადებითი განწყობა გვაქვს. როგორც წესი, პატარა მოსწავლეებს განსაკუთრებულად ვხვდებით ხოლმე, მათ საზეიმო დახვედრას ვუწყობთ.

ხაზეინ მუსაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი:

სექტემბერში 11 პირველკლასელს ველოდებით. გვიხარია, რომ კიდევ ერთ თაობას დავაფრთიანებთ. ჩვენთან პირველკლასელთა განათლებაზე პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ. 

ნაბი აგაჯანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლის დირექტორი:

მომავალ სასწავლო წელს 14 პირველკლასელი გვეყოლება. ჩვენთვის მათი განათლება და განვითარება მთავარი საზრუნავია. სწორედ ამიტომ, მრავალფეროვან აქტივობებს ვთავაზობთ და ხალისით ვასწავლით. 

გულავატინ მამედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ კლასში ახალ სასწავლო წელს ხუთი ბავშვი გვეყოლება. მათთან შეხვედრას პედაგოგები მოუთმენლად ელიან. ჩვენს სკოლაში ყველა მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს. 

მულქადარ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, 2024-2025 სასწავლო წელს მხოლოდ 3 პირველკლასელინ გვეყოლება. მიუხედავად ბავშვების სიმცირისა, ჩვენ მათ განათლებასა და მოტივირებაზე აქტიურად ვიზრუნებთ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება