სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეიბიჯიეს აკადემია“ სპეცმასწავლებლებსა და სპეცმასწავლებლობის მსურველებს მნიშვნელოვან სასერტიფიკატო კურსზე იწვევს
30-07-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემია“, რომელიც აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მორიგ საინტერესო ტრენინგს აანონსებს.

აკადემია სპეცმასწავლებლებს ან/და სპეცმასწავლებლობის მსურველებს მნიშვნელოვან სასერტიფიკატო კურსზე იწვევს. 

კურსის თემაა - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჰოლისტური შეფასება და ინტერვენციის გეგმა, თეორიული და პრაქტიკული ნაწილი“, რომელსაც ტრენერი სოფიო ძიგრაშვილი გაუძღვება. 

კურსი მოიცავს თეორიულ (3 დღე) და პრაქტიკულ ნაწილს (2 დღე).

შეხვედრების ფარგლებში განსახილველი თემებია:

  1. ჰოლისტური შეფასება;
  2.  წერის რაობა (წერის პრეაკადემიური უნარები/ წერის უნარის შეფასება/წერის ალტერნატივა/ წერის უნარის განმავითარებელი აქტივობები);
  3.  კითხვის რაობა (კითხვის მოდელი/კითხვის სწავლების მეთოდები/კითხვის შეფასების პროცესი /კითხვის უნარის განმავითარებელი აქტივობები);
  4. თხრობის რაობა (თხრობის კომპონენტები/ მახასიათებლები/3 ძირითადი სტადია/ თხრობის უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები.
  5.  ანგარიში (მათემატიკური უნარების განვითარების წინაპირობა/მათემატიკის სწავლისა და განვითარების სამი ბაზისურ დონე, სავარჯიშოები);
  6. აღქმა (სენსორული შეგრძნება/აღქმის კომპონენტები/აღქმის შეფასების პროცესი/ აღქმის განმავითარებელი სავარჯიშოები);
  7. ყურადღება (ყურადღების ფორმები, კომპონენტები/ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოები);
  8. მეხსიერება (მეხსიერების 3 ძირითადი ეტაპი/ მეხსიერების ფორმები და სახეები, მეხსიერების განმავითარებელი სავარჯიშოები);
  9. აზროვნება (აზროვნების ფორმები/აზროვნების კომპონენტები, აზროვნების განმავითარებელი სავარჯიშოები);
  10. ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის შეფასება (მეტყველების რაობა, ენის კომპონენტები, ექსპრესიული და იმპრესიული მეტყველება, კომუნიკაციისა და ენა-მეტყველების კომპონენტები, გამნავითარებელი სავარჯიშოები)
  11.  ფიზიკური სფერო (მსხვილი და ნატიფი მოტორიკა)
  12. სოციალური უნარები ( თვითცნობიერება, თვითრეგულაცია, ურთიერთობები);
  13. ადაპტური უნარები ( თვითმოვლის უნარი, დამოუკიდებლობა);
  14. ინტერვენციის გეგმა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები;
  15. მთავარი პრინციპები, რაც უნდა გაითვალისწინოს სპეციალური განათლების მასწავლებელმა ინტერვენციის გეგმის შექმნის დროს.

ბოლო 2 დღე დაეთმობა პრაქტიკულ ნაწილს.

მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ მოსწავლის შეფასება ინტერვენციის გეგმასთან ერთად და მიიღონ უკუკავშირი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ მასალას მოსწავლის ჰოლისტური შეფასების პროცესში საჭირო შეფასების ინსტრუმენტების და ინტერვენციის გეგმის ნიმუშების სახით, ასევე დამატებით ლიტერატურას თვითგანვითარებისათვის.

გაიცემა იურიდიული ძალის მქონე ორენოვანი სერტიფიკატი.

შეხვედრები 8, 9, 10, 11, 12 აგვისტოს 20:00 საათზე „თიმსის“ პლატფორმის დახმარებით გაიმართება. 

კურსის საფასური შეადგენს 49 ლარს ფასდაკლებით, 90 ლარის ნაცვლად.

„გაატარეთ პროდუქტიულად დასვენების დღეები „ეიბიჯიეს აკადემიასთან“ ერთად“,- აღნიშნავენ აკადემიაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება