სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

სკოლის დირექტორები პედაგოგებს წინასაგამოცდო რჩევებს აძლევენ
10-07-2024
-
+


საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები 5 ივლისიდან დაიწყო. გამოცდის წინ ნერვიულობა ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელია და ამაში უცნაური არაფერია. შესაბამისად, პედაგოგებშიც წინასაგამოცდო ვნებათაღელვა ნელ-ნელა იმატებს. ასეთ დროს მასწავლებლებს გამხნევება და გვერდით დგომა სჭირდებათ, რათა თავიანთი შესაძლებლობების ირწმუნონ და გამოცდებზე თავდაჯერებულები შევიდნენ.

საინტერესოა, რას ურჩევდნენ სკოლის დირექტორები თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე მასწავლებლებს? -  ამასთან დაკავშირებით, etaloni-ge-სთან სკოლის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

სოფიო მელიქიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებიც წელს გადიან გამოცდაზე. ორი ასეთი მასწავლებელი გვყავს, ერთი ქიმიას ასწავლის მეორე კი სპეცმასწავლებელია. აპლიკანტებს ვურჩევ გვერდზე გადადონ ნერვიულობა, მშვიდად შევიდნენ გამოცდაზე და ყურადღებით გაეცნონ თითოეულ დავალებას. დარწმუნებული ვარ რომ ყველა შეძლებს ცოდნის წარმოჩენას, სანერვიულო კი მართლაც არაფერია. წარმატებები ყველა გამოსაცდელს.

მაია ფრიდონიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი:

მათ ვეტყოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საქმეს. მთავარია არ ინერვიულონ გამოცდებზე და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დროის ფაქტორი და ჩემი რჩევა იქნება, სწორად განსაზღვრონ დრო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ ვეტყოდი, რომ ჯერ გააკეთონ ის დავალება, რაც შედარებით უმარტივდებათ და უკეთ იციან, ხოლო შემდგომ იფიქრონ იმ საკითხებზე, რომლებიც შედარებით ურთულდებათ, ასე დრო დაეზოგებათ.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელს პირველ რიგში, თავისი პროფესია უნდა უყვარდეს. აუცილებლად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, გაეცნოს სიახლეებს და მუდამ განვითარებისკენ ისწრაფოდეს. მასწავლებლებს, რომლებიც გადიან გამოცდებზე ვურჩევდი, რომ ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ და არ ინერვიულონ. მუდმივი შრომა და სწავლა შედეგს აუცილებლად მოუტანთ. ჩემი სკოლიდან მასწავლებლები წელს არ გადიან გამოცდაზე, ყველანი სერტიფიცირებულები არიან.

გიორგი ანჯაფარიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის გამოცდაზე გასულ აპლიკანტებს ვეტყოდი, რომ გულდასმით წაიკითხონ დავალება, სწორად გაიაზრონ საკითხი და არ იჩქარონ. მობილიზდნენ, სწამდეთ თავიანთი შესაძლებლობების და იყვნენ თავდაჯერებულები. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, თავდაჯერებულები უნდა შევიდნენ გამოცდაზე. ჩემი სკოლიდანაც გადიან გამოცდაზე პედაგოგები და მათ წარმატებებს ვუსურვებ.

შოთა კუბლაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგებს ვეტყოდი, რომ უფრო მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საგნის შესწავლას, რაც შემდგომში გაუადვილებთ ნებისმიერი გამოცდის ჩაბარებას. ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია, ყველას აქვს საგნის გამოცდები ჩაბარებული, ამიტომ ამ ეტაპზე არც ერთი საჭიროებს გამოცდაზე გასვლას. პედაგოგებს და პედაგოგების მსურველებს კი, რომლებიც ახლა გადიან გამოცდაზე წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნერვიულობას კარგი არაფერი მოაქვს. საკუთარი შესაძლებლობების უნდა ირწმუნონ.

თამილა შულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპისთვის სკოლაში ყველა პედაგოგი სტატუსიანი მყავს. მასწავლებლებს კი, რომლებიც გამოცდაზე გადიან, ვურჩევდი, რომ გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია თვითპრაქტიკა​. თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში გამოყენება ვიცოდეთ. გამოცდილება აძლევს ყველაფრის შესაძლებლობას ადამიანს, ჩემს მაგალითზე ამას ვეტყოდი პედაგოგებს.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა:

სხვათა შორის, ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია. მასწავლებლები, რომლებსაც თავიანთი კომპეტენცია არ აქვთ დადასტურებული და არ გადიან გამოცდაზე სავალალო მდგომარეობაში არიან. სკოლა, საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს კომპლექსებისგან. მასწავლებელმა თუ ვერ ჩააბარა გამოცდა ამის გამო არ უნდა დაკომპლექსდეს და არ იფიქროს, რომ დაჩაგრულია. არავინაა დაჩაგრული. ყოველდღიური მეცადინეობაა საჭირო. მასწავლებელი, რომელიც ყოველდღიურად არ კითხულობს, ახალ ინფორმაციებს არ ეცნობა და წინსვლაზე არაა ორიენტირებული ჩამორჩება სხვებს. ის, ასეთივე თაობას აღზრდის, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჩემი სკოლიდანაც გადიან გამოცდაზე პედაგოგები, მოწვეული მასწავლებლები არიან. აღსანიშნავია, რომ ფიზიკასა და ქიმიაში არ გვყავს სპეციალისტები, კადრების დეფიციტია და  სწავლებაც არაა იმ დონეზე როგორზეც უნდა იყოს.  ეს პრობლემა ზოგადად არსებობს ჩვენს ქვეყანაში - ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ მათი და სამუშაო საათები და დატვირთვა არაა სათანადო, ესეც განაპირობებს მათ დეფიციტს... ამგვარს სიტუაციაში მასწავლებლებს ორ სკოლაში მუშაობა უწევთ.

ესმა მოსიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლებს გამოცდებზე ვურჩევდი, დამშვიდდნენ, სერიოზულად მოეკიდონ საქმეს და არ ინერვიულონ. ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, რომ ყველაფერს შეძლებენ და დაწერენ. ჩემი სკოლიდან ორი უსტატუსო მასწავლებელი (სპორტის და ხელოვნების) გადის გამოცდაზე. მათაც და სხვა აპლიკანტებსაც წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, ყველაფერს შეძლებენ.

ემზარ პაპიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს ჩემი სკოლიდან არ გადიან მასწავლებლები გამოცდებზე, ყველას უფროსის სტატუსი აქვს. თუმცა, მასწავლებლებს, რომლებიც ემზადებიან გამოცდებისთვის ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ. კარგად დაუკვირდნენ ყველა შეკითხვას და იფიქრონ მხოლოდ გამოცდაზე. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

ლილი გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა დირექტორი:

პირველ რიგში მათ ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ საკითხებზე. აუცილებლად კარგად წაიკითხონ საკითხი. მთავარია, პოზიტიურად განეწყონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვურჩევდი მათ, რომ არაფერია სანერვიულო, რასაც სკოლაში ვწერთ და ვაკეთებთ გამოცდაზეც ის შეხვდებათ.

ჩემი სკოლიდან გადის 1 მასწავლებელი ისტორიის გამოცდაზე და მას წარმატებებს ვუსურვებ.

გულნაზ ფუტკარაძე,  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი არ უნდა მოდუნდეს, ის მუდამ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. გამოცდები კი მნიშვნელოვანია ამ მხრივ, ხელს უწყობს პედაგოგს, რომ სულ ტონუსში იყოს. ჩემი სკოლიდანაც გადიან საბუნებისმეტყველო საგნისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებზე. მათ ვურჩიე, რომ აუცილებლად დარეგისტრირებულიყვნენ და გაითვალისწინეს ჩემი რჩევა. წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ გამოცდას კარგად ჩააბარებენ.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგამოცდო ტესტი ცნობილია - აბიტურიენტების საურადღებოდ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნდა

„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს


ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება